ახალი ფორმატის მქონე NBA ALL-STAR-ის ხმის მიცემა დაიწყო

AutoSharing Option
NBA ALL-STAR 2018-ის ხმის მიცემა დღეს, 22 დეკემბერს დაიწყო.

ტრადიციული ფორმატისგან განსხვავებით, "ყველა ვარსკვლავის" მატჩი წელს განსხვავებულად ჩატარდება.

აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციის გუნდების ნაცვლად წელს ორი კაპიტნის მიერ არჩეული მოთამაშეებისგან დაკომპლექტებული გუნდები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. კაპიტნები გუნდს გულშემატკივრების, სპორტული ჟურნალისტებისა და თავად კალათბურთელების ხმის მიცემით გამოვლენილი მოთამაშეებისგან დააკომპლექტებენ. კაპიტნები ხმების მიხედვით დასავლეთ და აღმოსავლეთ კონფერენციის გამარჯვებულები იქნებიან.

31 დეკემბერს, 4, 11, 12 და 15 იანვარს გულშემატკივარს ხმის მიცემის საშუალება 2-ჯერ ექნება. ამ დღეებში არჩევ
ანის 2-ჯერ დასაფიქსირებლად ხმის მიცემა NBA-ს ოფიციალური ვებგვერდის ან NBA APP-ის მეშვეობით იქნება საჭირო. სხვა დღეებში ხმის მიცემა (მხოლოდ ერთხელ) სოციალურ ქსელშიც (#NBAVote Zaza Pachulia) იქნება შესაძლებელი.

სასტარტო ხუთეულთა და კაპიტანთა ვინაობა ცნობილი 15 იანვარს გახდება, რეზერვთა და მთავარ მწვრთნელთა ვინაობა 23 იანვარს გამოვლინდება, გუნდების სრულ შემადგენლობას კი 25 იანვარს გავიგებთ.

NBA ALL-STAR 2018 18 თებერვალს, ლოს ანჯელესში, "სტეიპლს ცენტრში" გაიმართება.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული