NBA. მატჩები: დეროუზანმა კარიერის საუკეთესო მატჩი გამართა [VIDEO]

AutoSharing Option
NBA-ს მორიგ შეხვედრაში "ტორონტო რეპტორსი" "ფილადელფია სიქსერსს" ეწვია და 114:109 დაამარცხა.

კარიერის ყველაზე შედეგიანი მატჩი ჩაატარა "რეპტორსის" ლიდერმა დემარ დეროუზანმა. მის ანგარიშზე 45 ქულა, 5 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარებაა. დემარმა შეხვედრაში 6 სამქულიანი მოათავსა, რაც მისთვის საუკეთესო მაჩვენებელია. კანადური გუნდის გამთამაშებელმა კაილ ლოურიმ კი 21 ქულა და 9 პასი გაიფორმა.

"ფილადელფიას" რიგებში ბენ სიმონსი გამოირჩა 20 ქულით, 6 მოხსნით და 4 შედეგიანი გადაცემით, ხორვატ ლეგიონერს, დარიო სარიჩს კი სამმაგ დუბლამდე (18 ქულა, 10 მოხსნა, 9
პასი) 1 შედეგიანი გადაცემა დააკლდა.





NBA-ს ვიცე-ჩემპიონმა "კლივლენდ კავალიერსმა" "ჩიკაგო ბულსს" უმასპინძლა, 115:112 დაამარცხა და ზედიზედ მე-12 საშინაო გამარჯვება გაიფორმა.

ლებრონ ჯეიმსმა მასპინძლებს 34 ქულა მოუტანა, კევინ ლავმა კი 27 ქულა გაიფორმა.

"ბულსის" რიგებში 24 ქულით ლიგის ისლანდიელმა ახალწვეულმა ლაური მარკანენმა გაიბრწყინა.

აღსანიშნავია, რომ "ჩიკაგო" 6 დეკემბრის, ანუ ნიკოლა მიროტიჩის დაბრუნების შემდეგ პირველად დამარცხდა.



აღმოსავლეთ კონფერენციას "ბოსტონ სელტიკსი" ლიდერობს, მეორე პოზიციაზე "ტორონტოა", მესამე ადგილს "მეფე" და "კლივლენდი" იკავებენ, "ბულსი" კი 10 მოგებით და 21 მარცხით ბოლოსწინა, მე-14 ადგილზეა. 10 გამარჯვებიდან - 7 "ჩიკაგომ" 6 დეკებრის შედეგ მოიპოვა.

დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთი ფავორიტი "სან ანტონიო სპურსი" "იუტა ჯაზთან" 89:100 დამარცხდა.

ვარსკვლავებით სავსე ტეხასური გუნდიდან ყველაზე მეტი ქულა (12) ბრინ ფორბსმა გაიფორმა, გუნდის ლიდერმა კავაი ლეონარდმა კი პარკეტზე გატარებულ 20 წუთში 10 ქულა და 5 მოხსნა მოაგროვა.

"ჯაზმენებს" როდნი ჰუდმა 29 ქულით ულიდერა, ესპანელმა გამთამაშებელმა რიკი რუბიომ კი 11 ქულა, ამდენივე მოხსნა და 7 პასი მიითვალა.



დასავლეთ კონფერენციას "ჰიუსტონ როკეტსი" ლიდერობს. 22 მოგებით და 11 მარცხით "სპურსი" მე-3 პოზიციაზეა, "იუტა" კი 15 გამარჯვებით და 18 წაგებით მე-9 ადგილს იკავებს.


აქვე გაგაცნობთ დღეს, გამთენიისას გამართულ სხვა შეხვედრათა ანგარიშებს:

"ბოსტონ სელტიკსი" - "ნიუ იორკ ნიქსი" 93:102

"მემფის გრიზლისი" - "ფინიქს სანსი" 95:97








მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული