NBA ALL-STAR-ის ხმის მიცემა 21 დეკემბერს დაიწყება

AutoSharing Option
2018 წლის NBA ALL-STAR-ის ხმის მიცემა 21 დეკემბერს დაიწყება. ამ ინფორმაციას NBA-ს ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

წინა სეზონებისგან განსხვავებით, ამ სეზონში, 31 დეკემბერს, 4,11,12 და 15 იანვარს NBA-ს გულშემატკივარს ხმის მიცემის უფლება 2-ჯერ ექნება. ამისათვის გულშემატკივარმა საკუთარი პოზიცია NBA-ს ოფიციალურ ვებგვერდზე ან NBA App-ის მეშვეობით უნდა დააფიქსიროს.

ALL-STAR-ის სასტარტო ხუთეულის წევრთა და გუნდების კაპიტანთა ვინაობა 21 იანვარს გახდება ცნობილი, 5 დღის შემდეგ კი რეზერვთა ვინაობაც გაირკვევა.

ღონისძიებას 18 თებერვალს ლოს ანჯელესში მდებარე "სტეიპლს ცენტრი" უმასპინძლებს.


მკითხველის კომენტარები / 1 /
არ დაიწყოთ ისევ NBA ვოუტ ზაზა ფაჩულია გთხოვთ......... ვიცით ყველამ საქართველოს სიამაყეა ზაზა მაგრამ ეს ხმების მიცემა პირიქით უფუჭებს საქმეს როგორც ზაზას ასევე საქართველოს..!!
Lasha
19:42 15-12-2017
1

სიახლეები პოპულარული