კავაი ლეონარდმა პარკეტზე დაბრუნების შესახებ ისაუბრა

AutoSharing Option
"სან ანტონიოს" კალათბურთელმა კავაი ლეონარდმა განაცხადა, რომ ახლო მომავალში პარკეტს დაუბრუნდება.

"თავს კარგად ვგრძნობ. მალე პარკეტზე გავალ. ამჟამად ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები არ მაქვს.

ვფიქრობ, უკვე გითხრეს, რომ 5-5-ზე ფორმატში ვთამაშობ. ამჟამად ამ ეტაპზე ვარ. ყველაფერი კარგადაა. თუმცა ჯერ კიდევ უნდა ვიმუშაო. ახლო მომავალში დავბრუნდები", - თქვა ლეონარდმა ESPN-თან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში მიღებული ტრავმის გამო ლეონარდმა სამწვრთნელო შეკრება, წინასასეზონო მატჩები და სეზონის სტარტი გამოტოვა.

"სან ანტონიომ" რეგულარულ ჩემპიონატში უკვე ჩაატარა 24 მატჩი, საიდანაც 16 მოიგო. "სპურსი" დასავლეთ კონფერენციაში მესამე
ადგილზე იმყოფება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული