NBA. მატჩები: ლებრონ ჯეიმსი, კარიერაში პირველად, მოედნიდან გააძევეს [VIDEO]

AutoSharing Option
29 ნოემბერს NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგი მატჩები გაიმართა.

ზედიზედ მე-8 გამარჯვება მოიპოვა "კლივლენდ კავალიერსმა", რომელმაც შინ "მაიამი" დაამარცხა. შეხვედრაში ყველაზე მეტი, 38 ქულა კევინ ლავმა მოაგროვა, ლებრონ ჯეიმსმა კი ორმაგი დუბლი მოიპოვა. "მეფემ" 21 ქულა და 12 მოხსნა ჩაიწერა აქტივში, თუმცა მესამე პერიოდში ლებრონი მსაჯთან კამათის გამო მოედნიდან გააძევეს.

აღსანიშნავია, რომ ჯეიმსის კარიერაში ეს პირველი გაძევებაა მოედნიდან.


იანისის ლიდერობით, რომელმაც 32 ქულა მიითვალა, "მილუოკიმ" სტუმრად "საკრამენტოს" მოუგო.


დღის
სხვა მატჩები ასე დასრულდა:

საკრამენტო-მილუოკი 87:112
იუტა-დენვერი 106:77
ჩიკაგო-ფენიქსი 99:104
მინესოტა-ვაშინგტონი 89:92
კლივლენდი-მაიამი 108:97
მკითხველის კომენტარები / 1 /
კლივლენდმა ბოლო სამ ნახევარ წუთში ქულა ვერ აიღო.მეგონა ეს მხოლოდ ჩვენ შეგვეძლო.
სოსო
16:24 29-11-2017
0

სიახლეები პოპულარული