უესტბრუკმა და კამპანიამ ფაჩულიას "გოლდენ სტეიტი" დამაჯერებლად დაამარცხეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
23 ნოემბერს გამთენიისას ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტი" "ოკლაჰომა თანდერს" ესტუმრა და ანგარიშით 91:108 დამარცხდა.

ზაზა ფაჩულია ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და საერთო ჯამში მოედანზე 12 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ფაჩულიამ 2 ქულა, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ზაზამ ერთი ორქულიანი ისროლა და ააცილა, ხოლო ორივე ჯარიმა ჩააგდო.

ოკლენდელთა ლიდერებს თამაში აშკარად არ წაუვიდათ. 10-ქულიან ზღვარს მხოლოდ სტეფ კარი (24), კევინ დურანტი (21) და ომრი კასპი (11) გადასცდნენ.

სამაგიეროდ მოწოდების სიმაღლეზე იყო "თანდერი". რასელ უესტბრუკს სამმაგ დუბლამდე ერთი პასი
დააკლდა. ოკლაჰომელთა ლიდერმა 34 ქულა, 9 პასი, 10 მოხსნა და 4 ჩაჭრა მოაგროვა.

კარმელო ენტონიმ 22 ქულა ჩააგდო, პოლ ჯორმა 20 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა, ადამსმა კი 14 ქულა და 12 მოხსნა, აქედან 6 მოხსნა თავდასხმაში.

ამ მატჩის შემდეგ "გოლდენ სტეიტს" 13 მოგება-5 მარცხი დაუგროვდა და დასავლეთ კონფერეცნიაში მე-2 ადგილზეა.

მომდევნო მატჩს ზაზა ფაჩულიას გუნდი 25 ნოემბერს შინ "ჩიკაგო ბულსთან" ჩვენი დროით 07:30 საათზე გამართავს.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

საკრამენტო-ლეიკერსი 113:102
ფინიქსი-მილუოკი 107 : 113
იუტა-ჩიკაგო 110:80
ჰიუსტონი-დენვერი 125:95
მემფისი-დალასი 94:95
მინესოტა-ორლანდო 124 : 118
ნიუ ორლეანი-სან ანტონიო 107:90
ატლანტა-კლიპერსი 103:116
მაიამი-ბოსტონი 104 : 98
ნიუ იორკი-ტორონტო 108:100
შარლოტი-ვაშინგტონი 129:124
კლივლენდი-ბრუკლინი 119:109
ფილადელფია-პორტლენდი 101:81
მკითხველის კომენტარები / 9 /
შენც ნუ პლაგიატობ და რასაც მე გწერ ოროსანი ბავშვივით სხვებთან ნუ აკოპირებ, მახსოვს შენგან შევარდნაძის დროს ქსნის ზონაში როგორ იყავი, მაგრამ ბოლომდე chicken რატომ რჩები? დიდი ხანია თავისუფლებაზე ხარ და შენი აზრები იქონიე.
ჩუნგა ჩანგა ტროლო
16:15 23-11-2017
2
თქვენდამი პატივისცემის მიუხედავად ცანცარა და ცანცარპეტრივიჩი, ასევე ჩუნგა ჩანგა ტროლი, მსქროლავი პარანოია და ა,შ. ჩემი შერქმეულია და...
გთხოვთ ნუ პლაგიატობთ. :DDDDD
tanto-s
15:06 23-11-2017
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული