ანსამბლი "შვიდკაცა" "გოლდენ სტეიტის" მატჩზე იმღერებს

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიამ საინტერესო სტატუსი გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში, კალათბურთელის პოსტის თანახმად ანსამბლი "შვიდკაცა" 20 დეკემბერს "გოლდენ სტეიტის" შეხვედრას გახსნის.

"20 დეკემბერს, Oracle Arena-ზე, Golden State Warriors-ის თამაშზე, სადაც ჩემი სახელობის სათამაშო "Bubble Head" დარიგდება, ქართული ანსამბლი “შვიდკაცა” შეასრულებს ამერიკის ჰიმნს და რამოდენიმე ქართულ სიმღერას. დიდი მადლობა Warriors-ს და NBA-ს მხარდაჭერისთვის. მიხარია, რომ უამრავი Warriors-ის და კალათბურთის გულშემატკივარი მოისმენს ქართულ ხმას და სიმღერას." - დაწერა ფაჩულიამ facebook-ზე

ასევე დაგაინტერესებთ