ანსამბლი "შვიდკაცა" "გოლდენ სტეიტის" მატჩზე იმღერებს

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიამ საინტერესო სტატუსი გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში, კალათბურთელის პოსტის თანახმად ანსამბლი "შვიდკაცა" 20 დეკემბერს "გოლდენ სტეიტის" შეხვედრას გახსნის.

"20 დეკემბერს, Oracle Arena-ზე, Golden State Warriors-ის თამაშზე, სადაც ჩემი სახელობის სათამაშო "Bubble Head" დარიგდება, ქართული ანსამბლი “შვიდკაცა” შეასრულებს ამერიკის ჰიმნს და რამოდენიმე ქართულ სიმღერას. დიდი მადლობა Warriors-ს და NBA-ს მხარდაჭერისთვის. მიხარია, რომ უამრავი Warriors-ის და კალათბურთის გულშემატკივარი მოისმენს ქართულ ხმას და სიმღერას." - დაწერა ფაჩულიამ facebook-ზე

მკითხველის კომენტარები / 13 /
ისე ევროპაზე უფრო სერიოზული სასტავი აკომენტირებდა. ამათზე პასუხის გაცემაც არ ღირს ისეთ სისულელეებს წერენ. მაგარი „პადაჩა“ უნდა მივცე. ამ კომენტარებს ცოტა ხალხი კითხულობს, ამიტომ ახლობლებში, ტაქსში, მეტროში და ა.შ. ილაპარაკონ, რომ თურმე ფაჩულია შვიდკაცას წილში უჯდება, მომავალი მოგების 80% თხოვს, „პაპალამს“ არ ჯერდება და ემუქრება ყველაფერს ჩავშლიო. აბა თქვენ იცით სხვებს დაასწარით პირველები რომ იყოთ თორემ ვიღაცა დაგასწრებთ. შანსი არ არის მსგავსი ჭორი არ გავარდეს ჩვენ შეშლილ ქალაქში.
გ.ბ
18:00 20-11-2017
0
მოკლედ, ჩვენი საშველი არ არის. რაზე მიდის კამათი დაფიქრდით რა! რა არის აქ საკამათო და ასახსნელი. გაანებეთ რა თავი. საღოლ ფაჩულია დაწერეთ და საკმარისია. მაგათ რაზე უნდა ელაპარაკო. ეგ ის “სასტავია“ ევროპაზე ჩემპიონობას რომ ითხოვდნენ შვიდ კაციანი(აქედან ორი დამტვრეული) გუნდისგან და თან წაგებას ნატრულობდნენ შემდეგ ბოღმა რომ გადმოენთხიათ ყოველი თამაშის შემდეგ. იგივე მოხდებოდა რეგბისტებს, რომ წაეფორხილებინათ.
გ.ბ.
17:32 20-11-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული