NBA. მატჩები: პოპოვიჩი ისტორიაში შევიდა, ირვინგი 25 ქულითა და ნიღბით დაბრუნდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
15 ნოემბერს NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგი მატჩები გაიმართა.

"სან ანტონიოს" მთავარი მწვრთნელი გრეგ პოპოვიჩი "დალასთან" მოგებული მატჩის შემდეგ გახდა მესამე მწვრთნელი NBA-ს ისტორიაში, რომელმაც სტუმრად 500 მოგებას მიაღწია.

პოპოვიჩმა 500 გამარჯვების მიღწევა 835 საგარეო შეხვედრაში მოახერხა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია. პეტ რაილიმ მსგავს შედეგს 876-ე მატჩში მიაღწია.

რაილისა და პოპოვიჩისა გარდა, სტუმრად 500 მოგება დონ ნელსონსაც გააჩნია.

* * *

ჯეიმს ჰარდენის 38-მა ქულამ და 11-მა პასმა "ჰიუსტონს" შინ "ტორონტოსთან" ვერ უშველა.

* * *

ზედიზედ მე-13 გამარჯვება მოიპოვა "ბოსტონ სელტიქსმა".
ბოსტონელებს დაუბრუნდათ კაირი ირვინგი, რომელმაც ნიღბით ითამაშა და შეხვედრაში ყველაზე მეტი, 25 ქულა ჩააგდო.

დღის მატჩები:

დალასი-სან ანტონიო 91:97
ჰიუსტონი-ტორონტო 113:129
ბრუკლინი-ბოსტონი 102:109
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული