ჰარდენი და პორზინგისი NBA-ს კვირის საუკეთესო მოთამაშეებად აღიარეს

AutoSharing Option
"ჰიუსტონ როკეტსის" მცველი ჯეიმს ჰარდენი და "ნიუ იორკ ნიქსის" ფორვარდი კრისტაპ პორზინგისი NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის კვირის საუკეთესო მოთამაშეებად აღიარეს.

დასავლეთ კონფერენციის კვირის საუკეთესო კალათბურთელი ჯეიმს ჰარდენი საშუალოდ შეხვედრაში 36.3 ქულასა და 10 გადაცემას აგროვებდა. "ჰიუსტონმა" 4 ჩატარებულ მატჩში 3-ჯერ მოიგო.

აღმოსავლეთ კონფერენციაში კი კრისტაპ პორზინგისი საშუალოდ 33.5 ქულას, 6.8 მოხსნასა და 3.2 ბლოკს აგროვებდა. "ნიუ იორკმა" 4 მატჩში ასევე სამჯერ მოიგო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული