NBA. კაირი ირვინგმა "ბოსტონს" "კლივლენდთან" შეხვედრაში ვერ უშველა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
18 ოქტომბერ NBA-ს რეგულარული სეზონი ორი სუპერმატჩით გაიმართა.

"კლივლენდმა" "ბოსტონს" უმასპინძლა და ანგარიშით 102:99 დაამარცხა.

ვარსკვლავებით დახუნძულ გუნდებში ყველაზე მეტი ყურადღება მაინც ლებრონ ჯეიმსისა და კაირი ირვინგის მიმართ იყო მიმართული. ირვინგმა "კავალიერსი" სწორედ ჯეიმსის ფაქტორის გამო დატოვა.

მატჩში ყველაზე მეტი 29 ქულა ლებრონ ჯეიმსმა მოაგროვა, რომელმაც 16 მოხნსა, 9 პასი და  2 ბლოკი მიითვალა. ამის მიხედაავდ ლებრონმა მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ საკუთარი ფორმით უკმაყოფილოა.

ასეევ ორმაგი დუბლი მიითვალა კევინ ლავმა 15 ქულითა და 11 მოხსნით. დერიკ როუზმა კი 14 ქულის
ჩაგდება შეძლო.

"სელტიქს" კაირი ირვინგმა ულიდერა, რომელმაც 22 ქულა, 10 პასი, 4 მოხსნა და 3 ჩაჭრა ჩაიწერა აქტივში. დრაფტზე აყვანილმა ჯეისონ ტატუმმა კი 14 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა.

სამწუხარო ამბავი მოხად პირველ პერიოდში. "სელტიქსის" ერთ-ერთმა ლიდერმა გორდონ ჰეივორდმა საშინელი ტრავმა მიიღო.

- +18. გორდონ ჰეივორდმა "კლივლენდთან" მატჩში საშინელი ტრავმა მიიღო [VIDEO]

დღის მეოერ შეხვედრაში ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტი" შინ "ჰიუსტონთან" დამარცხდა.

- ზაზა ფაჩულიამ და "გოლდენ სტეიტმა" NBA-ს რეგულარული სეზონი მარცხით გახსნეს [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული