დენის შრიოდერი დააკავეს და თავდებით გამოუშვეს

AutoSharing Option
"ატლანტა ჰოქსისა" და გერმანიის ნაკრების გამთამაშებელი დენის შრიოდერი პოლიციამ ატლანტის გარეუბანში დააკავა, - იტყობინება ESPN. კალათბურთელმა და მისმა მეგობრებმა ჩხუბში მიიღეს მონაწილეობა.

ინციდენტი ერთ-ერთი ბარის სიახლოვეს მოხდა. სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა შრიოდერსა და უცხო მამაკაცს შორის სიტყვიერი კამათი. "ატლანტას" კალათბურთელმა ხელი უბიძგა მას, რის შემდეგაც დაიწყო ჩხუბი, რომელშიც "ჰოქსის" კალათბურთელი და მისი მეგობრები მოწინააღმდეგეს ხელებითა და ფეხებით სცემდნენ.

მამაკაცი საავადმყოფოში მიიყვანეს რამდენიმე მსუბუქი ჭრილობით, შრიოდერი კი პოლიციამ თავდებით გაათავისუფლა.

გასულ სეზონში 24 წლის გერმანელმა 79 მატჩი ჩაატარა NBA-ში და საშუალოდ, 17.9
ქულა დააგროვა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული