NBA ჰიმნის შეურაცხყოფას არ დაუშვებს

AutoSharing Option
ეროვნული საკალათბურთო ასოციაცია მატჩების წინ აშშ-ის ეროვნული ჰიმნის შესრულებისას საპროტესტო აქციებს არ დაუშვებს. ორი დღის წინ ლიგის ხელმძღვანელობამ ყველა კლუბს დაუგზავნა ინსტრუქცია, რომელშიც დაავალდებულა კალათბურთელები და მწვრთნელები - ფეხზე მდგომებმა მოისმინონ ეროვნული ჰიმნი.

NBA-ს ხელმძღვანელობა განსაზღვრავს - რა სანქციები დაუწესოს წესის დამრღვევებს. ამ ვალდებულების სანაცვლოდ, ლიგამ უფლება მისცა გუნდებს - პირველი საშინაო მატჩების წინ პოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით პროტესტი გამოხატონ ვიდეომიმართვის საშუალებით.

NBA-ს 2017-18 წლების რეგულარული სეზონი 17 ოქტომბერს დაიწყება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული