რეკორდული 233 მილიონი უესტბრუკს

AutoSharing Option
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მოქმედი MVP რასელ უესტბრუკი NBA-ს ისტორიაში სარეკორდო კონტრაქტის მფლობელი გახდა. მცველმა თავის ამჟამინდელ კლუბ "ოკლაჰომასთან" გააფორმა ხელშეკრულება, რომლის ფინანსური დეტალები და ხანგრძლივობა ოფიციალურად არ გაჟღერებულა.

მაგრამ ESPN-სთვის გახდა ცნობილი, რომ კონტრაქტი 2022-23 წლების სეზონის ბოლომდე იქნება ძალაში. 2017-18 წლების სეზონიდან მოყოლებული, უესტბრუკი 233 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს, რაც ყველაზე მსხვილი გარანტირებული კონტრაქტია NBA-ს ისტორიაში.

აქამდე ყველაზე ძვირად ღირებული კონტრაქტის მფლობელი იყო "გოლდენ სტეიტის" ლიდერი სტივენ კარი - 201.5 მილიონი ხუთი წლის განმავლობაში. ბლეიკ გრიფინმა "კლიპერსთან" 171.2 მილიონი დოლარის
ოდენობის ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, ჯეიმს ჰარდენი ("ჰიუსტონი") და ჯონ უოლი ("ვაშინგტონი") ოთხ წელიწადში 169.3 მილიონს მიიღებენ.

გასულ სეზონში უესტბრუკი გახდა პირველი მოთამაშე ბოლო 55 წლის განმავლობაში, ვინც სეზონი საშუალოდ სამმაგი დუბლით დაასრულა - 31.6 ქულა, 10.7 მოხსნა და 10.4 შედეგიანი პასი. გარდა ამისა, "ოკლაჰომას" ლიდერმა ლიგის რეკორდი დაამყარა - სეზონში 42 სამმაგი დუბლი შეასრულა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული