ზაზა ფაჩულია ტრამპს არ შეხვდება

AutoSharing Option
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააუქმა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონისთვის "გოლდენ სტეიტისთვის" თეთრ სახლში მიღება.

ტრადიციულად, NBA-ის მოქმედი ჩემპიონი ახალი სეზონის წინ, ვიზიტით მიდის თეთრ სახლში, სადაც პრეზიდენტს ხვდება. მაგრამ, "გოლდენ სტეიტის" ბევრ მოთამაშეს ნეგატიური დამოკიდებულება აქვს ტრამპის მიმართ, რაზეც ღიად არა ერთხელ განუცხადებიათ.

მაგალითად, გუნდის ლიდერმა სტივენ კარიმ აღიარა, რომ პრეზიდენტთან შეხვედრის დიდი სურვილი არ აქვს.

"თეთრ სახლში ვიზიტი - დიდი პატივია ჩემპიონი გუნდისთვის, - დაწერა თავის "ტვიტერზე" ტრამპმა. - სტივენ კარი ყოყმანობს, ამიტომაც, ჩვენი მოწვევა გაუქმებულია!"
* * *
პრეზიდენტის ამ განცხადებას კალათბურთელების მკვეთრი კრიტიკა მოჰყვა.

"თუ სიმართლე გაინტერესებთ, ეს რაღაც აბსურდია. არ ვიცი, რატომ გადაწყვიტა მან ჩემი სახელის ხსენება და არა ვინმე სხვისი. ასეთი მოქმედება არ შეესაბამება ქვეყნის ლიდერის სტატუსს. ლიდერები ასე არ იქცევიან", - მოჰყავს The Washington Post-ს კარის სიტყვები.

"ტყუილია. სტივენ კარიმ თავიდანვე თქვა, რომ არ წავიდოდა. ასე რომ, არ ყოფილა არანაირი მიწვევა. თეთრ სახლში ვიზიტი დიდი პატივი იყო იქამდე, სანამ შენ არ გამოჩნდი იქ", - მიმართა ტრამპს ლებრონ ჯეიმსმა.

"აშშ-ის პრეზიდენტი, რომლის გვარი ასოცირდება ჩხუბთან და ბოღმასთან. მისი სიტყვები ასოცირდება ზიზღთან და განხეთქილებასთან. მას არ შეუძლია ამერიკა ისევ უდიადესად აქციოს", - დაწერა "ტვიტერზე" კობი ბრაიანტმა.

"ყველაფერი წესრიგშია, "უორიორზ". შესაძლოა, ორი თვის შემდეგ, თავად დონალდ ტრამპა ვერ შეძლოს თეთრი სახლის მონახულება", - ეს "ჩიკაგოს" ცენტრის რობინ ლოპესის სიტყვებია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ