"ოკლაჰომა-სიტი" მონსტრი ხდება: კარმელო უესტბრუკთან და ჯორჯთან წავიდა

AutoSharing Option
"ნიუ იორკ ნიქსის" ფორვარდი კარმელო ენტონი კარიერას "ოკლაჰომა-სიტიში" გააგრძელებს.

ამის შესახებ საკუთარ "ტვიტერზე" დაწერა ESPN-ის მიმომხილველმა ადრიან ვოინაროვსკიმ. ვეტერანი ვარსკვლავის სანაცვლოდ, "ნიქსი" მიიღებს თურქ ცენტრს ენეს კანტერს, ფორვარდ დაგ მაკდერმოტსა და 2018 წლის დრაფტის მეორე რაუნდში არჩევანის უფლებას.

როგორც ირკვევა, ამ გაცვლაში დიდი როლი ითამაშეს "ოკლაჰომას" ლიდერებმა - რასელ უესტბრუკმა და პოლ ჯორჯმა, რომელიც ამ ზაფხულს, გაცვლის შედეგად გადავიდა "თანდერში".

ოფიციალურად გარიგების შესახებ ორშაბათს გამოცხადდება. 33 წლის ენტონი თავის ახალ გუნდს საწვრთნელი ბანაკის გახსნის წინ შეუერთდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"