ლებრონი აუცილებლად "ლეიკერსში" წავაო...

AutoSharing Option
ცნობილმა საკალათბურთო მიმომხილველმა პიტერ ვესიმ დაწერა, რომ ლებრონ ჯეიმსის "კლივლენდიდან" "ლოს ანჯელეს ლეიკერსში" გადასვლაში დარწმუნებულია.

მისი ინფორმაციით, ფორვარდი ახალ კლუბთან კონტრაქტს თავისუფალი აგენტის რანგში გააფორმებს.

"ვასრულებ ყველანაირ ვარაუდსა და გაურკვევლობას! ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებ, რომ ლებრონი მეორედ წავა "კლივლენდიდან" და "ლეიკერსს" შეუერთდება", - დაწერა ვესიმ Patreon-ზე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული