"ლეიკერსი" კობი ბრაიანტის ორივე ნომერს უკვდავყოფს

AutoSharing Option
"ლოს ანჯელეს ლეიკერსი" ხმარებიდან ამოიღებს მე-8 და 24-ე ნომრებს, რომლებითაც კლუბში კობი ბრაიანტი თამაშობდა, - წერს TMZ. ცერემონია 18 დეკემბერს, "გოლდენ სტეიტთან" საშინაო მატჩის დროს გაიმართება.

ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება არ ყოფილა. წყაროს ცნობით, კლუბის ხელმძღვანელობამ სეზონური აბონემენტების მფლობელებს გაუგზავნა წერილი რჩევით - მივიდნენ 18 დეკემბრის მატჩზე, რათა არ გამოტოვონ დიდი მოვლენა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ