დუეინ უეიდის ვარიანტები: კლივლენდი, მაიამი, ლეიკერსი...

AutoSharing Option
ვეტერანი მცველი დუეინ უეიდი ახალი კლუბის ძიებაშია და კარიერის გაგრძელების რამდენიმე ვარიანტს განიხილავს, - წერს გაზეთი The Miami Herald-ი.

იმ შემთხვევაში, თუ უეიდი მაინც გადაწყვეტს "ჩიკაგო ბულზის" დატოვებას, მის ხელში ჩაგდებაზე მთავარი კანდიდატი იქნება "კლივლენდი". გარდა ამისა, თავად კალათბურთელი განიხილავს "მაიამიში" დაბრუნებას, აგრეთვე, კარიერის "ლოს ანჯელეს ლეიკერსში" გაგრძელების ვარიანტს.

გასულ რეგულარულ სეზონში 35 წლის მცველმა 60 მატჩში მიიღო მონაწილეობა და საშუალოდ, 18.3 ქულა, 4.5 მოხსნა, 3.8 პასი და 1.4 ჩაჭრა დააგროვა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სიახლეები პოპულარული