აიზია ტომასს 4 თვის გამოტოვება ემუქრება

AutoSharing Option
"კლივლენდ კავალიერზის" ახალმა გამთამაშებელმა აიზია ტომასმა, შესაძლოა, 2017-18 წლების სეზონის დასაწყისი ბარძაყის დაზიანების გამო გამოტოვოს. კალათბურთელის აღდგენის პროცესი რამდენიმე თვე გაიწელება, თუ ტომასი ოპერაციას დათანხმდება.

"ასეთ შემთხვევებში, აღდგენა დაახლოებით სამ-ოთხ თვეს საჭიროებს. შესაძლოა, უფრო მეტი დროც დაიკავოს", - განაცხადა ქირურგმა დერეკ ოჩიაიმ.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში, აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალის მეორე მატჩში, ტომასმა ბარძაყის ტრავმა გაიმიზეზა. მაშინ ბოსტონელმა ოპერაციაზე უარი თქვა და მკურნალობის კონსერვატული მეთოდები აირჩია.

"კლივლენდი" უკმაყოფილო დარჩა "ბოსტონთან" გაცვლის შემდეგ ჩატარებული სამედიცინო შემოწმების შედეგებით და მიაჩნია, რომ აიზიას ოპერაცია
ესაჭიროება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"