მანუ ჯინობილის ახალ კონტრაქტს აფორმებს

AutoSharing Option
"სან ანტონიო სპურსმა" თავის ოფიციალურ ვებგვერდზე არგენტინელ მანუ ჯინობილთან ახალი კონტრაქტის გაფორმების შესახებ დაწერა. 40 წლის მცველი რჩება "სპურსში", რომელშიც 2002 წლიდან თამაშობს და იქ NBA-ის ჩემპიონი ოთხჯერ გახდა.

პრესის ცნობით, ახალი ხელშეკრულება ორწლიანია, რომლის მიხედვითაც, ვეტერანი 5 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.

გასულ სეზონში ჯინობილიმ 69 მატჩში საშუალოდ 7.5 ქულა, 2.3 მოხსნა და 2.7 შედეგიანი პასი დააგროვა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"