ბრენდონ ნაითი სეზონს სრულად გამოტოვებს

AutoSharing Option
"ფინიქსის" გამთამაშებელი ბრენდონ ნაითი 2017-18 წლების სეზონს გამოტოვებს, - წერს ESPN. ამის შესახებ ცნობილი გახდა იმ ოპერაციის შემდეგ, რომელიც კალათბურთელს მუხლის ჯვარედინი მყესების გაწყვეტის გამო ჩაუტარდა. 25 წლის მოთამაშემ ტრავმა ზაფხულში, ფლორიდაში საქველმოქმედო მატჩის დროს მიიღო.

შარშან, ნაითმა 54 მატჩში მიიღო მონაწილეობა და საშუალოდ 11 ქულა და 2.4 შედეგიანი პასი დააგროვა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სიახლეები პოპულარული