კაირი ირვინგისა და აიზია ტომასის გაცვლა ჩაშლის პირასაა

AutoSharing Option
"კლივლენდისა" და "ბოსტონის" წარმომადგენლებმა სატელეფონო საუბარში კაირი ირვინგისა და აიზია ტომასის გაცვლის შესაძლოა გაუქმება განიხილეს, - იტყობინება ESPN. საქმე ისაა, რომ "კავალიერზი" შეშფოთებულია ტომასის ფიზიკური მდგომარეობით, რომლის აღდგენის პროცესი ბარძაყის ტრავმის შემდეგ საკმაოდ ნელა მიმდინარეობს და ექსბოსტონელმა, შესაძლოა, ახალი სეზონი ვერ დაიწყოს.

აიზიამ ვერ შეძლო "კლივლენდში" სამედიცინო შემოწმების გავლა. გარიგება ძალაში დარჩება იმ შემთხვევაში, თუ "სელტიკი" ირვინგის სანაცვლოდ, სხვა კომპენსაციას შესთავაზებს "კავალიერზს". ადრე "კლივლენდს" სურდა, გაცვლაში ჩართული ყოფილიყო "ბოსტონის" ახალბედა ჯეისონ ტატუმი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული