კევინ დურანტი: წავალ თუ არა თეთრ სახლში შეხვედრაზე? არა

AutoSharing Option
"გოლდენ სტეიტის" ერთ-ერთმა ლიდერმა კევინ დურანტმა განაცხადა, რომ NBA-ის ჩემპიონის რანგში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან ტრადიციულ შეხვედრაზე არ წავა.

"წავალ თუ არა თეთრ სახლში შეხვედრაზე? არა. პატივს არ ვცემ იმას, ვინც იქ მუშაობს.

არ ვეთანხმები იმ მოსაზრებებს, რომელსაც ტრამპი უჭერს მხარს. თუ ვიზიტზე უარს ვიტყვი, ჩემს ხმას ყველა გაიგონებს. ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა, მაგრამ საკმარისად კარგად გავიცანი ჩვენი ბიჭები და ვიცი, რომ ყველა დამეთანხმება", - მოჰყავს დურანტის სიტყვები ESPN-ს.

NBA-ის ჩემპიონისა და აშშ-ის პრეზიდენტის ტრადიციული შეხვედრა თეთრ სახლში თებერვლის ბოლოს
გაიმართება.
ფინალურ სერიაში "გოლდენ სტეიტმა" 4:1 დაამარცხა "კლივლენდი". დურანტი სერიის MVP გახდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
არ შეჭამეს ეს ტრამპი ძლივს ერთი ნორმალური კაცი გამოჩნდა და ერთად დაესიენ!!!!!!!!!! ყოჩაღ ტრამპს ასეთი პრინციპულობისთვის ასე გააგრძელოს
გენო
16:45 23-08-2017
0
ყოჩაღ კეიდი
malxazi
23:45 21-08-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული