"ნიუ იორკ ნიქსი" კრისტაპს პორზინგისს არ გაუშვებს

AutoSharing Option
"ნიუ იორკ ნიქსი" არ არის დაინტერესებული გამთამაშებელ კაირი ირვინგის გაფორმებით, თუ ამისთვის ფორვარდ კრისტაპს პორზინგისის დათმობა მოუწევს, - წერს NBC.

"ნიქსის" ხელმძღვანელობას ლატვიელი კალათბურთელი კლუბის ერთ-ერთ ლიდერად მიაჩნია.

თავად ბალტიისპირელ ფორვარდსაც არ აქვს კლუბის შეცვლის სურვილი და იმედოვნებს, რომ მთელ კარიერას "ნიქსში" გაატარებს.

22 წლის კალათბურთელმა გასულ სეზონში 66 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ, 18.1 ქულა და 7.2 მოხსნა დააგროვა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სიახლეები პოპულარული