NBA "კლივლენდი" - "ბოსტონის" მატჩით დაიწყება

AutoSharing Option
ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ 2017-18 წლების რეგულარული ჩემპიონატის პირველი კვირის კალენდარი გამოაქვეყნა. სეზონის პირველ მატჩში 17 ოქტომბერს, "კლივლენდი" საკუთარ მოედანზე "ბოსტონს" მიიღებს, მოგვიანებით კი ერთმანეთს "გოლდენ სტეიტი" და "ჰიუსტონი" შეხვდებიან.

ასევე გამოცხადდა საშობაო დღის განრიგი და ისევე, როგორც შარშან, 25 დეკემბერს, ცენტრალური მატჩი "გოლდენ სტეიტსა" და "კლივლენდს" შორის დაპირისპირება იქნება. ამავე დღეს, "ოკლაჰომა" "ჰიუსტონს" უმასპინძლებს.

2017-18 წლების რეგულარულის სრული კალენდარი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სიახლეები პოპულარული