კალათბურთი

ლეგიონერები

"ჩიკაგოსთან" ოვერტაიმში მოგებულ მატჩში ბითაძეს 14 წუთი დაუთმეს

AutoSharing Option
გარკვეული სათამაშო პაუზის შემდეგ გოგა ბითაძემ სათამაშო დრო მიიღო. ეს მოხდა ნბა-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგ მატჩში, რომელშიც "ორლანდო მეჯიქმა" "ჩიკაგო ბულსს" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 114:108 დაამარცხა.

შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოვიდა და მასპინძლებმა გამარჯვების მოპოვება დამატებით დროში მოახერხეს. "ორლანდოს" რიგებში საუკეთესო 36 ქულით ფრანც ვაგნერი იყო, ხოლო "ჩიკაგოს" შემადგენლობაში ყველაზე მეტი, 28 ქულა დემარ დეროზანმა ჩააგდო.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრმა მოედანზე 14:19 წუთი გაატარა, რა დროშიც 5 ქულა, 2 მოხსნა და
1 დაფარება დააგროვა. გოგამ 2-დან 2 ორქულიანი და სამიდან 1 საჯარიმო ჩააგდო.

"ორლანდო მეჯიქს" 29 გამარჯვება და 24 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეშვიდე ადგილზე იმყოფება.

GBF.GE

ტეგები: