კალათბურთი

ლეგიონერები

ბითაძეს ოკლაჰომაში ორმაგ დუბლამდე მცირედი დააკლდა

AutoSharing Option
"ორლანდო მეჯიქმა" ნბა-ს რეგულარულ ჩემპიონატში მე-18 მატჩი წააგო. ეს მოხდა ოკლაჰომაში, სადაც გოგა ბითაძის გუნდმა თანდერთან შეხვედრა 100:112 დათმო. ამ შეხვედრის სასტარტო ხუთეულში ითამაშა ქართველმა ცენტრმა, რომელმაც მოედანზე 22 წუთი გაატარა და 8 ქულა, 9 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა.

ბითაძემ 5 ცდიდან 4 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. არ უთამაშია ორლანდოელთა მეორე ცენტრ ვენდელ კარტერს, რომელიც ქართველმა ფორვარდმა სასტარტო ხუთეულიდან ფაქტობრივად ამოაგდო. საუკეთესო შედეგი პაოლო ბანკერომ აჩვენა, თუმცა მის ბოლოდროინდელ ზეშედეგიანობასთან ამჯერად მითვლილი 20 ქულა, 9
მოხსნა და 8 პასი ბევრი ვერაფერი შედეგია.

21 მოგებითა და 18 მარცხით "ორლანდო" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზე იმყოფება, მორიგ მატჩს კი 16 იანვარს, ნიუ იორკში "ნიქსთან" გამართავს.

GBF.GE

ტეგები: