თორნიკე შენგელია Lega A-ს ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა

AutoSharing Option
იტალიის Lega A-ს ტურის საუკეთესო მოთამაშედ თორნიკე შენგელია დასახელდა.

ქართველმა კალათბურთელმა "სასარის" წინააღმდეგ 10 ქულა, 12 მოხსნა და 9 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

შეგახსენებთ, თორნიკემ სეზონი ძალიან მაგრად დაიწყო, 18 ოქტომბრის შემდეგ ევროლიგასა და იტალიის ჩემპიონატში მიჯრით 3 შეხვედრა ჩაატარა და თავი 26, 19 და 10 ქულით გამოიჩინა.

"ვირტუსი" მომდევნო მატჩს 27 ოქტომბერს, ევროლიგაზე "ასველთან" გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული