სანდროს 8 წუთი და 4 ქულა - "სპურსმა" "როკეტსი" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
NBA-ში პრესეზონის მორიგი მატჩი გამართა "სან ანტონიო სპურსმა", "ჰიუსტონ როკეტსი" 117:103 დაამარცხა და მეორე გამარჯვება მოიპოვა.

სანდრო მამუკელაშვილმა მოედანზე 8 წუთი გაატარა, რა დროშიც 4 ქულა (2/2 საჯარიმო, 1/1 ორქულიანი), 1 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1-იც ჩაჭრა დააგროვა. 

დევინ ვესელიმ 25 ქულა, 3 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა, ვიქტორ ვენბანიამამ კი - 15 ქულა, 6 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება. 

"როკეტსის" მხრიდან ჯაბარი სმიტმა 20 ქულა დააგროვა, ჯინათან უილიამსმა კი - 19.

"სპურსი" მომდევნო
შეხვედრას 21 ოქტომბერს, "გოლდენ სტეიტთან" გამართავს. "ჰიუსტონი" იმავე რიცხვში "მაიამი ჰიტს" შეხვდება.

altპრესეზონის საუკეთესო მატჩი - კარის გეიმვინერი და "უორიორსის" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული