გოგა ბითაძის 16 ქულა და 9 მოხსნა სერბეთის ჩემპიონატის პირველ ტურში

AutoSharing Option
სერბეთის ჩემპიონატის პირველ ტურში გოგა ბითაძის "მეგა ბიმაქსმა" სახლში 86:77 დაამარცხა "ტამისი".

გოგა ჩინებულად გაისარჯა, 25:18 წუთში 16 ქულა ჩააგდო (14-დან 7 ორქულიანი, 1-დან 0 სამქულიანი, 3-დან 2 საჯარიმო), 9-ჯერ მოხსნა, 2-ჯერ დაკარგა ბურთი, 5-ჯერ დაუფარა მეტოქეს, ერთხელ მას დაუფარეს და 3 პერსონალური მიიღო.

მასზე შედეგიანები მხოლოდ სმილიანიჩი (ტამისი, 19), ლაზიჩი (მეგა ბიმაქსი, 19) და კნეჟევიჩი (ტამისი, 17) იყვნენ.

ბითაძის სარგებლიანობის კოეფიციენტი 23-ს გაუტოლდა და ამ შედეგით ის მატჩის საუკეთესო კალათბურთელი გახდა.

21 აპრილს ბითაძის გუნდი სერბული კალათბურთის საკლუბო ფლაგმანს "ცრვენა
ზვეზდას" ხვდება და ეს გოგასთვის სერიოზული გამოცდა იქნება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული