Eurohoops.net: გოგა ბითაძეს შეუძლია, ზაზა ფაჩულიაზე მეტს მიაღწიოს

AutoSharing Option
NBA-ს მომავალ დრაფტს სტატია ორმა საიტმა, Eurohoops.net-მა და Herosports.com-მა მიუძღვნეს, სადაც საუბარი გოგა ბითაძეზეცაა.

პირველ საიტზე ნათქვამია, რომ ქართველი კალათბურთელის გარდა, დრაფტზე კიდევ ლუკა დონჩიჩი, ძანან მუსა, მორიტც ვაგნერი, როდიონს კურუცსი, კოსტას ანტეტოკუნმპო, ისააკ ბონგა, ისუფ სანონი, ვასილის ხარალამპოპულოსი და არნოლდას კულბოკა დადგებიან.

რაც ყველაზე საინტერესო და სასიხარულოა, საიტმა გოგა შეაქო და დაწერა, რომ მას შეუძლია უფრო მეტს მიაღწიოს, ვიდრე ზაზა ფაჩულიამ.

რაც შეეხება Herosports.com-ს, აქ შემდეგი წერია:

"გოგა ბითაძე, უზარმაზარი ქართველი, არ ჰგავს ევროლიგის არაათლეტურ გიგანტებს. მას ნამდვილად კარგი
ბალანსი აქვს. მისი ძალა და ფეხით შესრულებული სამუშაო შთამბეჭდავია, ნახტომშიც კარგად ისვრის", - ნათქვამია სტატიაში.

▶ გოგა ბითაძე NBA-ზე: მიდის საუბარი რამდენიმე კლუბთან, მაგრამ...

მკითხველის კომენტარები / 10 /
ზოგიერთებში ვის გულისხმობ, როდესაც მშვენივრად იცი რომ აქ მარტო ერთად ერთი პუტინოიდი შიბლატროლი დებს სხვა და სხვა ნიკებით კომენტარებს და ყველანაირად ცდილობს ქართელი სპორცმენებს ვირტუალური შეირაწყოფა მიაყენოს იმის სამაგიეროთ რომ ქსნის კოლონიაში არაკაცური საქციელისთვის მას რამდენიმე წელი "ფიზიკურ" (ბოლომდე არ დავაკონკრეტებ რას უშვებოდნენ, თან თითონ ააქვს ნათქვამი ადრე, თორემ კომენტარს დაბლოკავენ) შეურაწყოფას აყენებდნენ ყოველ დღე რამდენჯერმე.
N-ს
13:49 19-04-2018
0
ზოგიერთების მიკვირს და გამკვირვებია. ზაზა ძალიან გვიყვარს და გვეამაყება, მაგრამ რა, მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელად მიგაჩნიათ, რომ მისი შედეგის გაუმჯობესებაზე ვერ იფიქროს კაცმა?! უილტ ჩემბერლენმა, მაგალითად, ერთ თამაშში 100 ქულა გააკეთა მაშინ, როდესაც სამქულიანი გდებები არ არსებობდა. მაგალითი უამრავი შეიძლება მოიყვანოს კაცმა. გოგას კი ნამდვილად ვუსურვებ, რომ საქართველო ისევე გაეხარებინოს, როგორც ეს ზაზამ მოახერხა!
0

სიახლეები პოპულარული