იან ვესელი: თორნიკე შენგელია ძალიან ძლიერი და სახიფათო კალათბურთელია

AutoSharing Option
"ფენერბახჩეს" ცენტრმა იან ვესელიმ თორნიკე შენგელიასა და "ბასკონიას" შესახებ ისაუბრა.

როგორც იცით, ევროლიგის პლეი-ოფში თურქული გუნდი ესპანელებს დაუპირისპირდება.

- "ბასკონია" ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია. რას იტყოდით მათ ტრიოზე, რომელსაც თორნიკე შენგელია, იონეს ვოიგტმანი და ვინსენტ პოირიერი შეადგენენ?
- მათ ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავთ. ისინი სწრაფად მიდიან შეტევაში და თავს ძალიან კარგად იცავენ.

შენგელია ძალიან ძლიერი კალათბურთელია. როდესაც ის ბურთითაა, განსაკუთრებით სახიფათო ხდება.

ძალიან დამღლელ და საინტერესო თამაშს ველოდები. ეს პლეი-ოფების სტადიაა, სადაც ყველაფერი ხდება.

მთლიანად კონცენტრირებულნი ამ შეხვედრაზე უნდა ვიყოთ და
ჩვენი მაქსიმუმი ვაჩვენოთ", - აღნიშნა ვესელიმ.

შეგახსენებთ, რომ "ფენერბახჩესა" და "ბასკონიას" პირველი დაპირისპირება დღეს, 21:15 საათზე დაიწყება.

▶ "მე დავიბადე ქართული სულით და აქ ბასკონიური სული განვავითარე" - "ბასკონიამ" თორნიკე შენგელიას ფილმი მიუძღვნა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული