კალათბურთი

ლეგიონერები

ზაზა ფაჩულიამ 7 წუთში 5 ქულა მოაგროვა, "გოლდენ სტეიტი" კი დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
6 აპრილს "გოლდენ სტეიტ უორიორსი", რომლის ღირსებასაც ქართველი ზაზა ფაჩულია იცავს, ინდიანაში განადგურდა.

მოქმედმა ჩემპიონმა "პეიზერსთან" სტუმრად 106:126 წააგო. ოკლენდელების ვარსკვლავურ გუნდს მხოლოდ სტეფ კარი აკლდა, თუმცა კევინ დურანტმა, კლეი ტომპსონმა, დრეიმონდ გრინმა და მათმა დამხმარეებმა ინდიანაპოლისში ვერაფერი გააწყვეს.

ქართველ ცენტრს სასტარტო ხუთეულში არ უთამაშია. ფაჩულია სათადარიგო იყო და მოედანზე 7 წუთით გამოჩნდა, რა დროშიც 5 ქულა და 1 მოხსნა დააგროვა. ზაზამ 1-დან 1 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. ჯაველ მაკგიმ, რომელიც ოკლენდელთა სასტარტო ცენტრი გახლდათ, 12 წუთში 6
ქულა და 5 მოხსნა მიითვალა. საუკეთესო შედეგი კევინ დურანტმა დააფიქსირა, რომელმაც 27 ქულა მიითვალა.


57 მოგებითა და 22 მარცხით "გოლდენ სტეიტს" რეგულარული ჩემპიონატის მოგების შანსი დაკარგული აქვს. დარჩენილ 3 მატჩში ოკლენდელებს მეორე ადგილის შესანარჩუნებლად ბრძოლა მოუწევთ მდევარ "ტორონტოსთან". შემდეგი შეხვედრა ფაჩულიას გუნდს 8 აპრილს, შინ "ნიუ ორლეანთან" ელის.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

დენვერი-მინესოტა 100:96
იუტა-ლეიკერსი 117:95
კლივლენდი-ვაშინგტონი 119:115
ჰიუსტონი-პორტლენდი 96:94
მილუოკი-ბრუკლინი 111:119

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
ასევე დაგაინტერესებთ