შენგელიამ "ეფესს" 17 ქულა ჩაუგდო და პლეი-ოფში "ფენერბახჩეს" შეხვდება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროლიგის უკანასკნელ, 30-ე ტურში თორნიკე შენგელიას "ბასკონია" სახლში 79:81 დამარცხდა აუტსაიდერ "ეფესთან".

თორნიკემ 29:45 წუთში 17 ქულა ჩააგდო (11-დან 6 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი, 4-დან 2 საჯარიმო), ერთხელ მოხსნა, ერთხელ ჩაჭრა, ერთხელ დაკარგა ბურთი, ერთხელ დაუფარა მეტოქეს, 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, არც ერთი პერსონალური არ მიუღია და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 16 იყო.

თორნიკეზე მეტი ქულა მხოლოდ სტამბულელმა ერიკ მაკოლუმმა ჩააგდო (21), ხოლო მატჩის MVP ვიტორიელი ვენსან პუარიე გახდა (მის ანგარიშზეც 17 ქულაა).

"ბასკონია" 16 მოგებით მეშვიდე ადგილზე გავიდა და
პლეი-ოფში მეორეადგილოსან, ტურნირის შარშანდელ გამარჯვებულ  "ფენერბახჩეს" შეხვდება.



მკითხველის კომენტარები / 2 /
რა თამაში წააგეს..რომ მოეგოთ ფენერს აცდებოდნენ..ლიტველები გაუშვეს წინ არა და ჟალგირისს ორივე თამაშზე გადაატენეს ბურთი..ფენერის მომგები ესენი კიდევ ეხლა კი არა კარგა ხანს ვერ არიან..
bujanga
12:21 06-04-2018
0
ძაანაც კაი ადრე გამოვარდება და იმედია ივნისში ნაკრებისთვის მოიცლის და იქნებ თბილისში სერბებს გამოვტაცოთ გამარჯვება
Khjh
09:33 06-04-2018
1

სიახლეები პოპულარული