ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" "ოკლაჰომა" მისსავე მოედანზე დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
4 აპრილს ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტი" "ოკლაჰომას" ესტუმრა და მისსავე მოედანზე ანგარიშით 111:107 დაამარცხა.

ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულს დაუბრუნდა, მაგრამ შედეგიანობით ის კვლავ ვერ გამოირჩევა. ზაზამ მოედანზე 12:13 წუთი გაატარა და ამ ხნის განმავლობაში 2 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა. ფაჩულიამ 3-დან 1 ორქულიანი ჩააგდო.

შეხვედრაში ყველაზე მეტი, 44 ქულა რასელ უესტბრუკმა ჩააგდო, რასაც 16 მოხსნა და 6 პასი მიამატა.

"უორიორსიდან" კი კევინ დურანტი გამოირჩა, რომელმაც 34 ქულა, 10 მოხსნა და 4
პასი მიითვალა. კლეი ტომპსონმა 20 ქულა ჩააგდო.


ზაზა ფაჩულიას გუნდი მომდევნო მატჩს 6 აპრილს, სტუმრად "ინდიანასთან", ჩვენი დროით 03:00 საათზე გამართავს.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

კლიპერსი-სან ანტონიო 113:110
ფინიქსი-საკრამენტო 97:94
დენვერი-ინდიანა 107:104
იუტა-ლეიკერსი 117:110
დალასი-პორტლენდი 115:109
ჩიკაგო-შარლოტი 120:114
ჰიუსტონი-ვაშინგტონი 120:104
მილუოკი-ბოსტონი 106:102
მაიამი-ატლანტა 101:98
ნიუ იორკი-ორლანდო 73:97
კლივლენდი-ტორონტო 112:106
ფილადელფია-ბრუკლინი 121:95
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს, მგონი, მალე მინუსებისაკენ წავა!
zurab
12:42 04-04-2018
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული