თორნიკე შენგელიამ "გიპუზკოას" 14 ქულა ჩაუგდო

AutoSharing Option
ესპანეთის ჩემპიონატის 25-ე ტურში თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" სტუმრად "გიპუზკოა" 84:72 დაამარცხა და 18 მოგებით სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა.

თორნიკემ 23:10 წუთში 14 ქულა ჩააგდო (5-დან 4 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი, 5-დან 3 საჯარიმო), 3-ჯერ მოხსნა ბურთი, 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 15 იყო.

შეგახსენებთ, "ბასკონია" ევროლიგის პლეი-ოფში გავიდა, 5 აპრილს აუტსაიდერ "ეფესს" მასპინძლობს და ამის შემდეგ გაირკვევა შემდეგ ეტაპზე რომელ გუნდს შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ნბა ნბა ნბა
david
12:22 10-04-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული