ზაზა ფაჩულიას 6 ქულა და "გოლდენ სტეიტის" მე-19 მარცხი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
26 მარტს ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" "იუტას" უმასპინძლა და ანგარიშით 91:110 დამარცხდა.

ამჯერად ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა და მოედანზე  მხოლოდ 11:18 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ზაზამ 6 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და 1 ბლოკი მოაგროვა, ხოლო ბურთი ორჯერ დაკარგა.

"უორიორსს" სასტარტო ხუთეულის არც ერთი წევრი არ ჰყავდა მოედანზე. ტრავმების გამო გუნდს ვარსკვლავური ოთხეული: სტეფ კარი, კევინ დურანტი, კლეი ტომპსონი და დრეიმონდ გრინი ვერ ეხმარება.

"გოლდენ სტეიტიდან" ყველაზე მეტი ქულა კი ამ შეხვედრაში ქუინ კუკმა დააგროვა, რომელმაც
17 ქულა მიითვალა.

ეს ოკლენდელებისთვის უკვე მე-19 მარცხია რეგულარულ ჩემპიონატში, თუმცა მათ უკვე განაღდებული აქვთ პლეი-ოფში გასვლა.

მომდევნო მატჩს ზაზა ფაჩულიას გუნდი 28 მარტს, შინ "ინდიანასთან", ჩვენი დროით 06:30 საათზე გამართავს.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

ჰიუსტონი-ატლანტა 118:99
ოკლაჰომა-პორტლენდი 105:108
საკრამენტო-ბოსტონი 93:104
ტორონტო-კლიპერსი 106:117
ვაშინგტონი-ნიუ იორკი 97:101
ინდიანა-მაიამი 113:107
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული