"ბასკონიამ" თორნიკე შენგელიას გარეშე "ჟალგირისი" დაამარცხა და მე-8 ადგილზე აინაცვლა

AutoSharing Option
ევროლიგის 25-ე ტურში თორნიკე შენგელიამ სახლში "ჟალგირისთან" თამაში ფეხის კუნთის დაზიანების გამო ვერ შეძლო, მაგრამ მისმა გუნდმა საუცხოოდ იასპარეზა და 84:64 გაიმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ "მაკაბი" სახლში 91:94 დამარცხდა "ხიმკისთან", ახლა "ბასკონიას" და თელ-ავივურ გუნდს 13-13 მოგება აქვთ, მაგრამ ბურთების უკეთესი შეფარდებით მე-8 ადგილზე ვიტორიელები არიან.

შეგახსენებთ, პლეი-ოფში სწორედ 8 გუნდი გადის. 21 მარტს "ბასკონია" "ბამბერგს" უმასპინძლებს, იქამდე კი კვირას ესპანეთის ჩემპიონატზე სახლში "გრან კანარიას" შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვიტყოდი - დაანარცხა!
ანდროიდი
15:51 16-03-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული