კალათბურთი

ლეგიონერები

ზაზა სასტარტოში დაბრუნდა! - ფაჩულიას ორმაგი დუბლი და "გოლდენ სტეიტის" გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
15 მარტს ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" "ლეიკერსს" უმასპინძლა და ანგარიშით 117:106 დაამარცხა.

ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულს დაუბრუნდა და მოედანზე საერთო ჯამში 23:17 წუთი გაატარა. გუნდის თავკაცის ამ გადაწყვეტილებამ ნამდვილად გაამართლა, რადგან ფაჩულიამ შესანიშნავი სტატისტიკა გვაჩვენა.

ზაზამ ორმაგი დუბლი მიითვალა - მან 10 ქულა, 12 მოხსნა და 5 პასი მოაგროვა, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა. ფაჩულიამ 8-დან 4 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. აღსანიშნავია, რომ 6 მოხსნა ქართველმა შეტევაში მოაგროვა.

ხოლო, საერთო ჯამში, მოხსნების მხრივ შეხვედრაში ზაზა ფაჩულია საუკეთესო იყო.

  • ზაზა
    ფაჩულიას 10 ქულა და საუკეთესო მომენტები "ლეიკერსთან"

შეხვედრაში ყველაზე მეტი, 26 ქულა კევინ დურანტმა ჩააგდო. გამოსარჩევია ის ფაქტი, რომ "უორიორსს" ტრავმების გამო სტეფ კარი და კლეი ტომპსონი დააკლდნენ.

52 მოგებითა და 16 მარცხით "უორიორსი" კვლავ მეორე ადგილზეა დასავლეთ კონფერენციაში და "ჰიუსტონს" ჩამორჩება.

  • გოლდენ სტეიტი - ლეიკერსი 117:106

მომდევნო მატჩს ზაზა ფაჩულიას გუნდი 17 მარტს შინ "საკრამენტოსთან", ჩვენი დროით 06:30 საათზე გამართავს.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

საკრამენტო-მაიამი 123:119
ბოსტონი-ვაშინგტონი 124:125
ორლანდო-მილუოკი 126:117
ასევე დაგაინტერესებთ