კალათბურთი

ლეგიონერები

სტივ კერი ზაზაზე: ფაჩულიას ასეთი თამაში არ გამკვირვებია

AutoSharing Option
"გოლდენ სტეიტის" მთავარმა მწვრთნელმა სტივ კერიმ "მინესოტასთან" თამაშის შემდეგ ზაზა ფაჩულიას შესახებ ისაუბრა.

"უორიორსის" დამრიგებლის თქმით, ქართველი ცენტრი ნამდვილი პროფესიონალია.

"ფაჩულიას ასეთი თამაში არ გამკვირვებია. ის ნამდვილი პროფესიონალია. ვიცი, ბოლო ორი კვირა მისთვის მძიმე იყო და კარგად არ მიმდინარეობდა. ის ყოველდღიურად ვარჯიშებზე ძალიან ბევრს შრომობს და თავის პროფესიონალიზმს ამით ამტკიცებს", - აღნიშნა კერიმ.

შეგახსენებთ, რომ  "გოლდენ სტეიტი" გასვლით შეხვედრაში "მინესოტასთან" 103:109 დამარცხდა, თუმცა გუნდის ქართველმა ცენტრმა მატჩში ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა.


ასევე დაგაინტერესებთ