უდიდესი ნაპერწკალი სკამზე - ზაზა ფაჩულიას შესანიშნავ თამაშს ამერიკული პრესა ეხმაურება

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტი" გასვლით შეხვედრაში "მინესოტასთან" 103:109 დამარცხდა, თუმცა გუნდის ქართველმა ცენტრმა მატჩში ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა.

ზაზამ 25:27 წუთში 16 ქულა ჩააგდო (9-დან 7 ორქულიანი, 3-დან 2 საჯარიმო), 11-ჯერ მოხსნა და ერთხელ ჩაჭრა ბურთი, 2-ჯერ დაუფარა მეტოქეს და 2 პერსონალური მიიღო. ეს ზაზას ამერიკულ კარიერაში 113-ე ორმაგი დუბლია.


მის შესანიშნავ ასპარეზობას ამერიკული მედია ეხმაურება.

საიტი Sfgate.com ფაჩულიას შესახებ წერს:

"ფაჩულიას პირველ 118 შეხვედრას "უორიორსის" რიგებში შეგვიძლია რუტინული
ვუწოდოთ. ყოველთვის ადვილია, შეხვედრა დაიწყო პირველი წუთებიდან, ვიდრე მეორე და ბოლო მეოთხედებიდან.

დაახლოებით ორი კვირაა, რაც ჯაველ მაკგიმ ფაჩულია ძირითადი ხუთეულიდან ამოაგდო. ზაზამ იცის, როგორ უნდა მოემზადოს ფსიქოლოგიურად, როდესაც მას არ ათამაშებენ.

"პორტლენდთან" თამაშის შემდეგ, სადაც მას 6 წუთზე მეტი არ მისცემია, 48 საათიც არ იყო გასული და მან "მინესოტასთან" შეხვედრაში "უორიორსის" რიგებში კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა.

ის დაცვაშიც მყარად იდგა და შეეძლო მოეძებნა თავისუფალი მსროლელი. ALL STAR-ის შემდეგ სტივ კერმა გადაწყვიტა, ძირითად ხუთეულში ცვლილებები შეეტანა, რომელმაც არ გაამართლა.

"უორიორსს" ბოლო 5 თამაშში დაცვაში იმაზე უარესი შედეგი ჰქონდა, ვიდრე გასული სეზონის ამ პერიოდისთვის და ამავე შემადგენლობისთვის. კერის იმედი ჰქონდა, რომ მაკგის ენერგიულობა და სისწრაფე გუნდს უფრო წაადგებოდა.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზაზას ეს ღამე ნამდვილად არ დაავიწყდება. მისი სათამაშო დროიდან გამომდინარე, ფაჩულიამ ის გააკეთა, რაც მას ევალებოდა", - ნათქვამია სტატიაში.

ფაჩულიას წარმატებულ ასპარეზობას ეხმიანება საიტი Mercurynews.com:

"უორიორსის" თვითმფრინავი მინესოტაში შაბათს დილით დაეშვა და კალათბურთელებს მშვიდად შეეძლოთ სადილზე წასულიყვნენ, თუმცა ასე არ იყო ქართველი ცენტრი ზაზა ფაჩულია, რადგან ყოველთვის რთულია იცოდე, საერთოდ ითამაშებ თუ არა.

თუმცა, ფორმისა და სტაბილურობის შენარჩუნება მუდამ მნიშვნელოვანია. ფაჩულიას კი ბოლო დროს ძალიან მცირე სათამაშო დრო ეძლეოდა და ბოლო მატჩში "პორტლედთან" მხოლოდ 6 წუთი დაეთმო.

გუშინდელ შეხვედრაში ფაჩულიამ სეზონში მისი პირველი ორმაგი დუბლი გაიფორმა და ის გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე იყო.

სტივ კერის ეგონა, რომ ზაზა ფაჩულიას სათადარიგოთა შორის გადანაცვლებით უკეთეს შედეგს მიიღებდა, მაგრამ რა მიიღო მან? ფაჩულიამ მას საპირისპირო დაუმტკიცა.

პირველი პერიოდის დასრულებამდე 3:47 წუთი რჩებოდა და კერიმ გადაწყვიტა, მაკგის ნაცვლად პარკეტზე ფაჩულია შეეყვანა. მოულოდნელად, მან თამაში შესანიშნავად დაიწყო და კევინ დურანტმა თამაშის შემდეგ ზაზას "უდიდესი ნაპერწკალი სკამზე" უწოდა.

ზაზა ამბობს, რომ არასდროსაა ადვილი, რთულ სიტუაციებს გაუმკლავდე, რადგან შენ წახვალ და შენს ადგილს სხვა დაიკავებს. ის ყველაფერს ეგუება და თავის შანსს მოთმინებით ელოდება.

ის ამბობს, რომ ყველაფერი შენს ხელშია, შენ შესახებ ცუდს ილაპარაკებენ თუ კარგს. შენ ხარ ადამიანი და თითოეული გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღო. ყველაფერი შენს ხელთაა და ყველა სიტუაციას უნდა გაუმკლავდე", - ნათქვამია სტატიაში.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ზაზამ მშვენივრად ითამაშა,ვულოცავ!.მაგრამ ერთ რამეზე მინდა ყურადღება გავამახვილო: პატივცემული კევინ დიურანტი, რომ ასეთ შეფასებას აძლევს ზაზას თამაშს, ეს რატომ არ გამოიხატა მის საქციელში თამაშის დროს? ამ თავის თავზე შეყვარებულმა კალათბურთელმა კარის არყოფნა გამოიყენა და პირადი სტატისტიკის გაუმჯობესებას გააფთრებული შეუდგა: მაშინ როცა კარი თამაშობს დიურანტს საშუალება არ ეძლევა ყველაფერი თვითონ ტყორცნოს, ამიტომ საშუალოდ ოცი- ოცდაორი სროლის გაკეთება უწევს, ახლა კი მარტო მე ვარო და ოცდათორმეტჯერ ისროლა კალათში, ზაზას არც ერთხელ არ ჩააგდებინა, როცა გაცილებით უკეთეს პოზიციაში იყო, ვიდრე თვითონ და ფაქტიურად მაგან წააგო თამაში, თამაშის შემდეგ ზაზას კი არ უნდა აქებდეს, არამედ ბოდიშს უნდა უხდიდეს თავისი :ღორობის" გამო.
"რიგითი გულშემატკივარი"
14:54 12-03-2018
2
ე.ი."გოლდენ სთეითს"ჭირდება ზაზა და საქართველოს ნაკრებს არა?რავიცი ზოგიერთმა ტვინნაღრძობმა "გულშემატკივარმა" ჩამოწერა კაპიტანი.
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული