ზაზას 113-ე ორმაგი დუბლი კარიერაში - ფაჩულიამ "მინესოტას" 16 ქულა ჩაუგდო! [VIDEO]

AutoSharing Option
11 მარტს ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტი" სტუმრად "მინესოტა ტიმბერვულვზთან" დამარცხდა 103:109.

ეს შეხვედრა საუკეთესოდ ჩაატარა ფაჩულიამ. მან 25:27 წუთში 16 ქულა ჩააგდო (9-დან 7 ორქულიანი, 3-დან 2 საჯარიმო), 11-ჯერ მოხსნა და ერთხელ ჩაჭრა ბურთი, 2-ჯერ დაუფარა მეტოქეს და 2 პერსონალური მიიღო. ეს ზაზას ამერიკულ კარიერაში 113-ე ორმაგი დუბლია.

  • ზაზა ფაჩულიას 16 ქულა და საუკეთესო მომენტები მინესოტასთან

აღსანიშნავია, რომ სასტარტო კვლავ მაკგი იყო და 15 წუთში მხოლოდ 2 ქულა და 3 მოხსნა
მოაგროვა.

ტრავმის გამო "უორიორს" სტეფ კარი ვერ დაეხმარა.  ზაზას თანაგუნდელის კევინ დურანტის ანგარიშზე 39 ქულა და 12 მოხსნაა, ხოლო მინესოტელმა კარლ-ენტონი თაუნსმა 31 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა.

  • მინესოტა - გოლდენ სტეიტი 109:103

შეგახსენებთ, წინა ტურში "გოლდენ სტეიტი" "პორტლენდთან" დამარცხდა 108:125.

"უორიორზი" 15 მარტს "ლეიკერსს" უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ასეთი თამაშები ბევრი თუ არ იყო აზრი არ აქვს ისევ ზამენაში იქნება. მარა ზამენაში რომ გაუშვა კერიმ იმიტომ მოინდომა წარმატებები კიდევ ბევრი .
Fani
12 მარტი 2018 10:25
2
ეტყობოდა რომ მონდომებით თამაშობდა კერმა ზამენაში რომ დასცა მოინდომა მანამ კი თავში ქონდა ავარდნილი საერთო ჯამში კარგად ითამაშა საღოლ
ტოტტი
12 მარტი 2018 07:40
6
თამაშის ბოლო წუთებს ვუყურე,სადაც ზაზა მოედანზე აღარ იყო,მაგრამ არა მგონია მართალი იყო.სტეფ კარის არ ყოფნაში სნაიპერების სროლები აშკარად არასაკმარისი იყო და ეს წინა თამაშშიც გამოჩნდა,სადაც ძალიან წააგეს.ამიტომ გუნდმა ცენტრები დატვირთა.მაკგი ისეთი მასიური არ არის და ფარქვეშ გაუჭირდა,ზაზასთვის კი ეს სიტუაცია თევზისთვის წყალივითაა,თანაც ძალიან ჭკვიანია.ჰო და ჩაყარა კიდეც.თამაში კი ისევ უკანა ხაზელებმა წააგეს, ბოლო წუთებზე/
სოსო
12 მარტი 2018 10:55
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული