ზაზა ფაჩულიას 5 ქულა და "გოლდენ სტეიტის" გამარჯვება "სპურსთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
9 მარტს, გამთენიისას, ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" "სან ანტონიო სპურსს" უმასპინძლა და ანგარიშით 110:107 დაამარცხა.

ქართველი ცენტრის ადგილი სასტარტოში კვლავ ჯაველ მაკგიმ დაიკავა, რომელმაც 17 წუთში 13 ქულა და 7 მოხსნა დააგროვა.

ზაზამ კი მოედანზე, საერთო ჯამში, 10:18 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში მან 5 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ზაზამ 4-დან 1 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.

შეხვედრაში ყველაზე მეტი, 37 ქულა კევინ დურანტმა ჩააგდო, რასაც 11 მოხსნაც მიაყოლა. სამმაგი დუბლი გაიფორმა დრეიმონდ გრინმა,
მან 11 ქულა, 10 პასი და 12 მოხსნა ჩაიწერა აქტივში.

მომდევნო მატჩს ზაზა ფაჩულიას გუნდი 10 მარტს, სტუმრად "პორტლენდთან", ჩვენი დროით 07:00 საათზე გამართავს.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

მინესოტა-ბოსტონი 109:117
ოკლაჰომა-ფინიქსი 115:87
მაიამი-ფილადელფია 108:99
შარლოტი-ბრუკლინი 111:125
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული