თორნიკე შენგელიას მორიგი მიღწევა - 15 მოხსნა და მატჩის MVP-ის ტიტული

AutoSharing Option
ევროლიგის 24-ე ტური მნიშვნელოვანი გამოდგა "ბასკონიას" კაპიტან თორნიკე შენგელიასთვის. "ხიმკისთან" სახლში მოგებულ მატჩში (87:77) მან თავი 15 მოხსნას მოუყარა, რითაც ევროლიგაზე მოხსნებში პირადი რეკორდი დაამყარა.

ამას გარდა, შენგელიამ  28:12 წუთში 15 ქულა ჩააგდო (12-დან 6 ორქულიანი, 5-დან 3 საჯარიმო),  ერთხელ ჩაჭრა და სამჯერ დაკარგა ბურთი, 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, ერთხელ დაუფარა მეტოქეს, არც ერთი პერსონალური არ მიუღია და მარგი ქმედების საუკეთესო კოეფიციენტით (28) მატჩის MVP გახდა.

"ბასკონია" ევროლიგის მორიგ შეხვედრას 8 მარტს, "ვალენსიაში" გამართავს.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული