თორნიკე შენგელიას ორმაგმა დუბლმა "ბასკონიას" ცსკა-სთან ვერ უშველა[VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროლიგის 23-ე ტურში თორნიკე შენგელიას "ბასკონია" მოსკოვში დამარცხდა გათამაშების ლიდერ ცსკა-სთან 86:93.

თორნიკემ 27:59 წუთში 12 ქულა ჩააგდო (7-დან 4 ორქულიანი, 4-დან 4 საჯარიმო), 10-ჯერ მოხსნა, ერთხელ ჩაჭრა, ერთხელ დაკარგა ბურთი, 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, ერთხელ დაუფარა მეტოქეს, 2 პერსონალური მიიღო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 25 იყო და თანაგუნდელ ჯეისონ გრეინჯერთან ერთად მატჩის MVP გახდა. 26 ქულით შეხვედრის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი გრეინჯერი იყო.

"ბასკონია" 10 მოგებით სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული