გოგა ბითაძეს შენი მხარდაჭერა სჭირდება

AutoSharing Option
ადრიატიკის ლიგაში რჩეულების გამოვლენას იწყებენ.

ოფიციალურ საიტზე უკვე დევს გამოკითხვა საუკეთესო ნაკრებისა და ახალგაზრდა კალათბურთელის გამოსავლენად.

ქართველებს მხარდაჭერა არ გვეშლება და ერთად დგომის დიდი მაგალითია ზაზა ფაჩულიას მხარდაჭერა. ამჯერად შეგვიძლია გოგა ბითაძეს დავუდგეთ გვერდით.

გამოკითხვა ამ საიტზე მიმდინარეობს: http://www.aba-liga.com/vote.php

Sportall.Ge

თქვენ წინ გამოჩნდება მსგავსი ველი. PLAYER 1-ში ირჩევთ "მეგა ბიმაქსს" და შემდეგ უთითებთ გოგა ბითაძეს. დანარჩენ 4 ველში ვინც გსურთ, ის შეიყვანეთ.

საიტი, ამავდროულად, ატარებს საუკეთესო ტალანტის გამოკითხვას. ამ შემთხვევაშიც სადაც TOP PROSPECT წერია, ირჩევთ კვლავ "მეგა ბიმაქსს" და შემდეგ გოგა
ბითაძეს.

გამოკითხვა 4 მარტამდე მიმდინარეობს და 24 საათში ერთხელ შეგეძლებათ ხმის მიცემა. თქვენს ხმებს 30% ძალა აქვს, დანარჩენს მწვრთნელები, კალათბურთელები და ლიგაში მომუშავე ხალხი წყვეტს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ერთი ხმა გოგა ბითაძეს! ყოველდღე გარანტირებული ერთი ხმა!
Georgian
19:34 22-02-2018
1

სიახლეები პოპულარული