ამერიკული პრესა ფაჩულიაზე: არის ერთი ფაქტორი, რომელსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ... [VIDEO]

AutoSharing Option
ამერიკულმა საიტმა clutchpoints.com-მა ზაზა ფაჩულიას შესახებ სტატია გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"ზაზა ფაჩულიას NBA-ში დიდებული კარიერა აქვს, მაგრამ არის ერთი ფაქტი, რომელსაც აუცილებლად ყურადღება უნდა მივაქციოთ. მას 15-წლიანი ამერიკული კარიერის მანძილზე, არცერთი სამქულიანი არ აქვს ჩაგდებული.

კიდევ უფრო გასაკვირი ის ფაქტია, თუ რამდენი სამქულიანი აქვს ზაზას ნასროლი. მან აღნიშნულ კომპონენტში ძალები 26-ჯერ მოსინჯა და ძირითადად, მაშინ ისროდა, როდესაც შეტევის დასრულებამდე ძალიან ცოტა დრო რჩებოდა.

ზაზას მართლაც ყველა კარგად იცნობს. იგი 2003 წელს დრაფტზე "ორლანდო მეჯიქმა" აირჩია და ამერიკაშიც ასე აღმოჩნდა.
მისი საუკეთესო სეზონი კი "ატლანტა ჰოუქსს" უკავშირდება.

აღნიშნულ გუნდში იგი ძირითადი ცენტრი იყო და 2005-06 წლების სეზონში მისი საშუალო მაჩვენებელი მატჩში 11,7 ქულა იყო. სეზონში კი მან 78 შეხვედრა სასტარტო ხუთეულში დაიწყო.

NBA-ში ფაჩულია ასევე ცნობილია, როგორც ერთ-ერთი უხეში კალათბურთელი. მან კავაი ლეონარდის წინააღმდეგ აშკარად განზრახ იუხეშა და კალათბურთის გულშემატკივარს ეს ფაქტი ძალიან კარგად ახსოვს.

მიმდინარე სეზონში ზაზამ "გოლდენ სტეიტის" მაისურით სასტარტოში 48 შეხვედრა დაიწყო. იგი საშუალოდ 14,8 წუთს თამაშობს და 5,9 ქულას აგროვებს.

ფაჩულიას ერთადერთხელ ჰქონდა შანსი, 3-ქულიანი ჩაეგდო, მაგრამ ამაში ხელი დროის გასვლამ შეუშალა. 2012 წელს "ატლანტაში" ასპარეზობისას მან მესამე მეოთხედის ბოლო წამებზე სამქულიანი ისროლა და ჩააგდო, თუმცა დრო უკვე გასული იყო.


თუმცა აქვე უნდა ვთქვათ, რომ ფაჩულია არის კალათბურთელი რომელიც არასდროს წუწუნებს. მისი მიზანი მეორე საჩემპიონო ბეჭდის მოგება და ალბათ, 3-ქულიანის ჩაგდებაცაა", - აღნიშნულია სტატიაში.
მკითხველის კომენტარები / 6 /
კომენტარებში აქაც და სხვაგანაც რამდენჯერმე შემხვდა სიტყვა "იანკი" და რას ნიშნავს?
ირაკლ
26 თებერვალი 2018 11:13
0
იანკი იგივე ამერიკელს ნიშნავს
გუგა
27 თებერვალი 2018 00:16
0
ეტყობა ვერ ისვრის სამქულიანებს კარგად და ამიტომ არ ესვრის ხომ? სჯობს ისევ ნაღდი 2-ქულიანი ჩააგდოს ვიდრე უაზროდ გარისკოს და დღეს როგორც გერმანიასთან გავაფუჭეთ სამიანები მაგანაც ისე გააფუჭოს და ბურთი დაკარგოს
Giorgi
25 თებერვალი 2018 21:51
0
სამიანებს ვერ აგდებს და ამიტომ არ ესვრის! ვერ გამიგია რატომ უნდა ესროდეს მძიმე ცენტრი სამიანებს? როგორც სხვები თამაშიდან 15 -20 ჯერ რომ ტყორცნიან ისე რომ დაიწყოს 2-3 ს მაინც ჩააგდებდა! და კიდევ რა შუაშია უხეშობა და სამიანები?!
aburjga
23 თებერვალი 2018 11:54
2
იანკებო, გაგეჩხირათ ფაჩულია ყელში?! კავაი ლეონარდი დაეცა ფეხზე და კოჭი იღრძო. ეს არის უხეშობა? უხეშობა თქვენი გამოგონილია!
aburjga
22 თებერვალი 2018 12:12
4
და სამიანებზე რას იტყვი? იანკები უთუოდ ჯადოს უკეთებენ, რომ არ ჩააგდოს, ხომ?
იასონი
22 თებერვალი 2018 17:21
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული