ნიკა ცქიტიშვილის 23 ქულა და მეორე მოგება ლიბანში

AutoSharing Option
ნიკოლოზ ცქიტიშვილის ლიბანში ყოფნის პერიოდში მისმა გუნდმა მეორე მატჩი მოიგო და ამაში დიდი წვლილი ქართველმა ფორვარდმა შეიტანა.

შეგახსენებთ, რომ ლიბანის ჩემპიონატის რეგულარულ ჩემპიონატში გუნდები 2 ჯგუფად გაიყო.

ცქიტიშვილის "ბიბლოსი" ვერ მოხვდა მოწინავე 5-ეულში და ახლა უმაღლეს ლიგაში დასარჩენად იბრძვის. მარცხიანი სერიის შემდეგ ბიბლოსელები ქვედა ხუთეულის ლიდერ "მუტაჰედს" ესტუმრნენ და 89:87 იმარჯვეს.

ცქიტიშვილი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 38 წუთში 23 ქულა, 8 მოხსნა (6 შეტევაში), 2 პასი, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მოაგროვა.

ნიკოლოზმა 1
3-დან 8 ორქულიანი და 7-ვე საჯარიმო ჩააგდო, 3 სამქულიანი ააცილა, ბურთი 4-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ.

ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტი 25-ს გაუტოლდა და ის თანაგუნდელთა შორის მხოლოდ ამერიკელ გერონ ჯონსონს ჩამორჩა, რომელმაც 30 ქულა, 10 მოხსნა, 4 პასი და 4 ჩაჭრა მოაგროვა.

"ბიბლოსმა" 17 მარცხის წილ მე-3 გამარჯვება იზეიმა, თუმცა, სატურნირო ცხრილში კვლავ ბოლოსწინა ადგილზეა.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული