"გოლდენ სტეიტმა" და ზაზა ფაჩულიამ "ფინიქსი" გაანადგურეს [VIDEO]

AutoSharing Option
13 თებერვალს, გამთენიისას, ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" "ფინიქს სანს" უმასპინძლა და ანგარიშით 129:83 გაანადგურა.

ქართველი ცენტრი, ტრადიციისამებრ, სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე საერთო ჯამში 16:36 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ზაზამ 4 ქულა, 5 პასი, 6 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკი მოაგროვა. ფაჩულიამ 2-დან 2 ორქულიანი ჩააგდო.

  • ზაზა ფაჩულიას 4 ქულა და საუკეთესო მომენტები ფინიქსთან

შეხვედრაში ყველაზე მეტი, 29 ქულა ფინიქსელმა ელფრიდ პეიტონმა ჩააგდო, მეორე მაჩვენებელი, 22 ქულა კი სტეფ
კარის ეკუთვნის.

დრეიმონდ გრინის მაგივრად სასტარტოში ადგილი "უორიორსის" ებრაელმა ლეგიონერმა ომრი კასპიმ დაიკავა და 26:45 წუთში 19 ქულა, 10 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა.

კევინ დურანტის ანგარიშზე 17 ქულა დაგროვდა, ხოლო კლეი ტომპსონმა და ნიკ იანგმა 16-16 ქულა მიითვალეს.

  • გოლდენ სტეიტი - ფინიქსი 129:83

"გოლდენ სტეიტს" 44 მოგება დაუგროვდა და დასავლეთ კონფერენციაში კვლავ პირველზეა. ზაზა ფაჩულიას გუნდის მომდევნო მატჩს 15 თებერვალს, სტუმრად "პორტლენდთან", ჩვენი დროით 07:30 საათზე გამართავს.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

იუტა-სან ანტონიო 101:99
ჩიკაგო-ორლანდო 105:101
ბრუკლინი-კლიპერსი 101:114
დეტროიტი-ნიუ ორლეანი 103:118
ფილადელფია-ნიუ იორკი 108:92
მკითხველის კომენტარები / 1 /
გაებუტე ისევ ამ საიტს შიბლაკაცო?
შიბლატროლი საადაა?
13 თებერვალი 2018 13:01
0
სიახლეები პოპულარული